logo
ENG



"ოცნების რუსეთთან კეკლუცობის" შედეგია - დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე

05 ოქტ 202313:05
3 წუთის საკითხავი
 
"ოცნების რუსეთთან კეკლუცობის" შედეგია - დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქართული ოცნების რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის შედეგია.

"საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არჩეული აქვს კაპიტულაცია რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამაში რუსეთთან, კეკლუცობა რუსეთთან და რუსეთის გავლენების გაზრდა საქართველოში, სწორედ ხდებოდა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მოხდეს და მათ შორის ეს გულისხმობს ბაზების გაფართოებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებას", - ამბობს დეკანოიძე.

***

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".

 

 


close დახურვა